სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ესპანეთის სამეფოს ანალოგიურ სამსახურს შორის პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

17.12.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ესპანეთის სამეფოს ანალოგიურ სამსახურს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, (TWINNING - Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia– Solvency 2) პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა (steering committee). შეხვედრაზე სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის, როგორც პროექტის ლიდერის და პარტნიორი ქვეყნის, ესპანეთის მხარის პროექტის ლიდერის სანტიაგო დიურან დომინგესის მიერ მოწონებული და ხელმოწერილი იქნა ღონისძიებების (თვალსაჩინოებების) გეგმა, სამუშაო გეგმა და პროექტის ბიუჯეტი. აღნიშნულ შეხვედრას, გარდა ესპანური მხარისა, ესწრებოდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე საქართველოში, პროგრამის ოფიცერი სირიე პოდერი, ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) წარმომადგენელი ალბა როდრიგესი.
ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი, მოადგილე ეკატერინე წერეთელი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი და სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია ქვაჩახია.
შეხვედრაზე ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმყოფებოდნენ ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ნინო გრძელიშვილი და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის უფროსი ექსპერტი ნინო მუჯირი.
შეგახსენებთ, რომ „ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, დაზღვევის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია 2009/138/EC სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ (გადახდისუნარიანობა 2) დირექტივის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოცემული პროექტი.
79517944_593605364805963_8303798600815607808_n-640x480-(1).jpg 80516451_567147500501632_9075127143234535424_n-640x480-(1).jpg IMG_2272-640x480-(3).JPG IMG_2313-640x480-(1).JPG 
 
 
Latest news