სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „თიბისი დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

11.09.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი „თიბისი დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, პაატა ღაძაძეს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ასევე, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს პირისპირ ხვდება. 

IMG_1958.JPG IMG_1960.JPG
 
 
Latest news