სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სს“სადაზღვევო კომპანია ქართუს“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

01.08.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ გენერალურ დირექტორს, არჩილ მამაცაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.
„ქართუს“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი მაია კუბლაშვილი დაესწრო.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ხვდება. 


IMG_1916-640x480-640x480.JPG IMG_1922-640x480-640x480-(2).JPG
 
Latest news