სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

30.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ მორჩილაძესთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია.

არჩილ მორჩილაძესთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის უფროსის მრჩეველი მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს.
დავით ონოფრიშვილი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ხვდება.

3-640x480.jpg 1-(1).jpg
 
Latest news