სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „პრაიმის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

24.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ გენერალურ დირექტორთან, ნიჯატ ჰუსეინოვთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „პრაიმის“ გენერალური დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია.

ნიჯატ ჰუსეინოვთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილიც დაესწრო.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს.
დავით ონოფრიშვილი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ხვდება.

IMG_1792-(1).JPG IMG_1785.JPG
 
Latest news