სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

04.07.2019

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი დღეს სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს ნინო კობახიძეს შეხვდა. სამსახურის ხელმძღვანელმა უკვე გამართა პირისპირს შეხვედრა საქართველოში ლიცენზირებული რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან.


დღეს დავით ონოფრიშვილმა ნინო კობახიძესთან შეხვედრისას, სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დავით ონოფრიშილი სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

IMG_1621.JPG IMG_1628.JPG 
 
 

 
Latest news