სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „ალფას“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

03.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალურ დირექტორს, აკაკი ლომაურს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.
 
„ალფას“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ხვდება.

IMG_1601.JPG IMG_1603.JPG
 
Latest news