სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მსოფლიო ბანკის დელეგაციას მასპინძლობს

17.06.2019
საქართველოში სამუშაო ვიზიტით „საქართველოს ფინანსური სექტორის გაღრმავებისა და ჩართულობის“ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების“ პროექტების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დელეგაცია იმყოფება.

მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციის ექსპერტები დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სამსახურის ხელმძღვანელთან დავით ონოფრიშვილთან და მის მოადგილეებთან - ირაკლი თუთარაშვილთან და ეკატერინე წერეთელთან.

შეხვედრაზე მხარეები პროექტის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელების პროცესს გაეცნენ, ასევე, დასახეს შემდგომი ღონისძიებები, მათ შორის, განსაზღვრეს ევროკავშირის დაფინანსებით, მსოფლიო ბანკის მიერ მორიგი ტექნიკური დახმარების იმპლემენტაციის შემდგომი ერთწლიანი გეგმა.

დღესვე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში, სამსახურის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით დასახული შემდგომი სამუშაოები.

მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრები კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 5 დღის განმავლობაში შეჯერდება ძირითადი საკითხები, დაისახება შემდგომი სამუშაო განრიგი.

IMG_1563.JPG IMG_1566.JPG
 
Latest news