სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „PSP დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

07.06.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დღეს, „PSP დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, სოფიო ლებანიძეს შეხვდა.

მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარისას სოფიო ლებანიძე ასევე, შეეხო კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„PSP დაზღვევის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს.

IMG_1523.JPG IMG_1527.JPG
 
Latest news