საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჩონგქინგის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო გაცვლითი ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ჩენ კაი და აზერბაიჯანისა და ჩინეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ჩჟან სიუიდუნი.
შეხვედრაზე ქართული მხრიდან ასევე, იმყოფებოდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სტუმრები ქართულ სადაზღვევო ბაზარზე არსებული სიტუაციით დაინტერესდნენ. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ჩინეთის რესპუბლიკასა და საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
