სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „ევროინსის“ ხელმძღვანელს შეხვდა

06.06.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დღეს, სადაზღვევო კომპანია „ევროინსის“ ხელმძღვანელს, იაკობ ედილაშვილს შეხვდა.

მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„ევროინსის“ ხელომძღვანელთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს.

IMG_1478.JPG IMG_1463.JPG




 
 
Latest news