სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „ირაოს“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

04.06.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ დეკანოსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.
 
„ირაოს“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ხვდება. 

IMG_1391.JPG 
 
Latest news