სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „არდის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

23.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელ დირექტორთან, მიხეილ ჯაფარიძესთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „არდის“ აღმასრულებელი დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია.

მიხეილ ჯაფარიძესთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს.
დავით ონოფრიშვილი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდება. 

IMG_1159.JPG 
 
Latest news