სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „ალდაგის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

21.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ასევე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი ბარათაშვილთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდება.
aldagi.jpg 
 
Latest news