სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“

13.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ მიიღო მონაწილეობა.
დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სადაზღვევო სფერო არის ძალიან მზარდი და დინამიური, რაც ბოლო პერიოდში გაცხადებულ ოფიციალურ კვლევებშიც აისახა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სამსახურის ხელმძღვანელმა გაამახვილა ყურადღება,  „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაა, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გადაცემაში აღნიშნული კანონპროექტის პრიორიტეტები განმარტა.

დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა მაქსიმალურად შესრულდეს სამსახურის ფუნქცია, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს დაზღვევის ხიბლი და შედეგი.

იხილეთ ვიდეო
 
Latest news