სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მესაქონლეობის დაზღვევის მიმდინარე პროექტი განიხილეს

08.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების Milliman-ის მიკრო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელს და დამოუკიდებელი მიკროდაზღვევის კონსულტანტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მაიკ ჯეი მაკკორდმა და დოგ როჯერმა მესაქონლეობის დაზღვევის მიმდინარე პროექტზე ისაუბეს.

საპილოტე პროექტი საქართველოში აშშ-ის მიკრო დაზღვევის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ამჯერად, ამ კუთხით წალკის რაიონის მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. საქმე ეხება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას.

დავით ონოფრიშვილმა სტუმრებისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მათი განცხადებით, უკვე განახორციელდა ბაზრის კვლევა და სამომავლოდ საქართველოში პროექტის მეტად განვითარების სურვილი გამოთქვეს. მისი შემდგომი გაფართოება დამოკიდებულია პროექტის ეფექტურ მუშაობაზე.
 
აშშ-ის მიკრო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელს მიკროდაზღვევის სფეროშო მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში მიმდინარე პროექტის მსგავს პროექტებს  ცენტრი სომხეთში, ტაჯიკეთში, ჩინეთში და კიდევ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორცილებს.

დღევანდელ შეხვედრას ასევე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ეკატერინე წერეთელი და სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია ქვაჩახია დაესწრნენ.

მიკროდაზღვევის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების კუთხით, მხარეებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

სადაზღვევო კომპანიებისთვის მიკრო დაზღვევის პროდუქტის გაცნობის მიზნით და მოსახლეობის ცნობადობის ამაღლების კუთხით, მიზანშეწონილად ჩაითვალა დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

IMG_1122.JPG IMG_1119.JPG

IMG_1127.JPG IMG_1115.JPG
  
 
Latest news