სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში

18.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნეს გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. დავით ონოფრიშვილმა პირდაპირ ეთერში საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის ორგანიზატორი XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია იყო.
 
კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერი იყო  საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ოფიციალური  პარტნიორები ქართული სადაზღვევო კომპანიები. 
 
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შესული განსახილველად.

იხილეთ ვიდეო
 
Latest news