სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პოლონეთის მოტორბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

18.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შეხვედრა გამართა პოლონეთის მოტორბიუროს ბიუროს ხელმძღვანელთან. დავით ონოფრიშვილმა და მარიუს ვიჩოვსკიმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ იმსჯელეს. როგორც ცნობილია, კანონპროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია განსახილველად.
 
პოლონეთში მსგავსი კანონი, ისევე როგორც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოტორბიუროს ბიუროს ხელმძღვანელმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პოლონეთის გამოცდილება გაუზიარა.
 
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები – ირაკლი თუთარაშვილი და ეკატერინე წერეთელი.
 
პოლონეთის მოტორბიუროს ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ყოფნისას, საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციასაც დაესწრო, რომელიც თბილისში გასულ კვირას გაიმართა.

IMG_1026.JPG IMG_1036.JPG

IMG_1033.JPG IMG_1046.JPG

IMG_1043.JPG IMG_1042.JPG

 

 
 
Latest news