სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა VIG–ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

15.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი VIG–ის წარმომადგენლებს შეხვდა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლების სტუმრობის მთავარი მიზეზი, სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის გაცნობა იყო.
 
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ VIG–ის გადაზღვევის სამსახურის ხელმძღვანელი ჯერალდ კლემენსიჩი და ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი პიტერ თრინგი.
 
შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე წერეთელი და „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
 
მხარეებმა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოში სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდმა ინვესტორებმა, ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
 
ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც თბილისში გუშინ ჩატარდა.

IMG_0953.JPG IMG_0947.JPG

IMG_0952.JPG

IMG-001.jpg IMG-002.jpg

 
 
 

 
 

 



 

 
 
Latest news