სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შეხვდა კოლეგას მაკედონიიდან

15.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი მაკედონიელ კოლეგას კლიმ პოპოვსკის შეხვდა.
 
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ქართველ კოლეგას საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.
 
კლიმ პოპოვსკიმ და დავით ონოფრიშვილმა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული ვითარებაც განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ საერთშორისო სადაზღვევო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა.

IMG_0995.jpg

IMG_1002.jpg
 
Latest news