სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის ინტერვიუ „კომერსანტში“

04.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „კომერსანტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. დავით ონოფრიშვილმა გამოცემასთან სამსახურის პრიორიტეტებზე, დაზღვევის ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობასა და ამ კუთხით ზედამხედველის როლზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს.
დაზღვევის უპირველესი დანიშნულებაა, შექმნას სოციალური ალტერნატიული ბერკეტი აამაღლოს საზოგადოების დაცულობის დონე და ხარისხი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უპირველესად უნდა გაიზარდოს დაზღვევის კულტურა, უნდა მოხდეს დაზღვევის ცნობადობის ამაღლება და საზოგადოებამ გააცნობიეროს ის სიკეთეები, რაც მას თან ახლავს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ოჯახისკენ, საერთაშორისო ჩართულობა არის ძალიან მაღალი და ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით იმ სფეროს, რომელიც განაპირობებს განვითარებული სამყაროს საზოგადოების დაცულობის მაღალ ხარისხს. ამ მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი.
ცალკე გამოვყოფდი ზედამხედველობის როლს და მის ეფექტიანობას. დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს მყარი, სტაბილური, რისთვისაც სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში არაერთი სტანდარტი და რეგულაცია დაწესდა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების სერვისი მაქსიმალურად მომხმარებელზე უნდა იყოს ორიენტირებული.
სწორად და სამართლიანად დარეგულირებული სადაზღვევო შემთხვევა, მინიმალური ბიუროკრატია, სადაზღვევო მომსახურების მაღალი დონე და ნაკლები ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არის უპირველესი პირობა მომხმარებელმა ირწმუნოს დაზღვევის სიკეთე და დაინტერესდეს მისი პროდუქტებით. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უფლებები არ იყოს შებღალული. ამისთვის სამსახურში შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების უფლებების დაცვას” – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინტერვიუს ვრცლად გაეცანით ბმულზე.
 
 
Latest news