სიახლეები

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის გაფორმდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების შესახებ

21.04.2015
მემორანდუმის გაფორმება
 
მხარეები ითვალისწინებენ და მხედველობაში იღებენ,  როგორც სადაზღვევო სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში, ასევე   დაზღვევის სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის და რისკების თავიდან აცილების მიზნით ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეთანხმების მიზანია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის დაზღვევის განვითარების მიზნით  თანამშრომლობის გაღრმავება შემდეგი მიმართულებებით: 
                                          
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე შემუშავებული სადაზღვევო სისტემისა და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია/შემდგომი სრულყოფა;
2. დაზღვევის  ნორმატიული ბაზის დახვეწა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით;
3. საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტების მომზადება;
4. სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის ინფორმირებულობისა და დაცულობის გაზრდა;
5. სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად,  დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფი და ეფექტური მორიგება.
6. სადაზღვევო საქმიანობაში  მაღალი პროფესიული სტანდარტების  შემუშავების, დანერგვის  და  პროფესიული სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობა ISO 9001 საფუძველზე;
7. დაზღვევის სფეროში წარმოქმნილი ისეთი პრობლემური შემთხვევების, პოტენციური რისკების, გამოწვევებისა  და განვითარების სცენარების განხილვა, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ მთელ სფეროზე.
 
 
 
ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები თანამშრომლობენ პროექტების განხორციელების, ინორმაციის რეგულარული გაცვლის და ანალიზის მეშვეობით.
Latest news