სიახლეები

სავალდებულო დაზღვევის წესის თაობაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განმარტება გაკეთდა

17.06.2020
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნიავაძემ გააკეთა განმარტება მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის დღის ძირითად გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. რეპორტაჟში საუბარია მოვაჭრეთა ზარალის ანაზღაურების საკითხზე, სადაც აღნიშნულია, რომ ზარალი იმ სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს, სადაც მოვაჭრეთა ქონება სავალდებულო წესით იყო დაზღვეული.

იხილეთ ბმული
 
 
Latest news