სიახლეები

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

18.06.2019
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თუთარაშვილმა წარადგინა. დეპუტატებს სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტის ირგვლივ რედაქციული შენიშვნები არ ქონდათ.

კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობას, გაზრდის სექტორისადმი ნდობის ხარისხს, რითაც დაიცავს მომხმარებელთა ფინანსურ ინტერესებს და სადაზღვევო სექტორის საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს სამსახურის ზოგად ფუნქციას - დაიცვას  მომხმარებელთა უფლებები.
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო აქტებთან დაახლოების აუცილებლობის თაობაზე სამსახურს რეკომენდაციები გაუწია მსოფლიო ბანკმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, კანონი სრულად 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

64592673_600.jpg
 
 
 
Latest news