სიახლეები

მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში

18.09.2019
საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შეხვედრები დაასრულა. დღეს მისიის წარომომადგენლებმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამართეს.
შეხვედრებს დაესწრნენ: ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი, დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ნიორაძე და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია ჩხარტიშვილი.  
მსოფლიო ბანკის მისიას წარმოადგენდნენ: მისიის ხელმძღვანელი, ფინანსური სექტორის წამყვანი სპეციალისტი იუჯინ გურენკო, დაზღვევის ექსპერტი მარინა ლემიჩ სარამადიჩი, ფინანსური სექტორის უფროსი სპეციალისტი ნადიმ კერმალი და სადაზღვევო კონსულტანტი ირინა სიხარულიძე.
სამუშაო შეხვედრები შეეხებოდა ძირითადად, დაზღვევის ზედამხედველობის საკითხებს. ამას გარდა, განიხილეს სამსახურის წინადადებები და მოსაზრებები სადაზღვევო ზარალების, რეზერვებისა და ანალიტიკური სამუშაო ინსტრუმენტების ფუნქციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, რითაც საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია დასრულებულად ჩაითვალა.

 
 
 
Latest news