სიახლეები

მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისია

21.09.2016
მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისია დაზღვევის კომპონენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
 
პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის (DPO-2;DPO-3) ღონისძიებათა ფარგლებში განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს მისიით ეწვია მსოფლიო ბანკის დაზღვევის ექსპერტი, ბ–ნი ევგენი გურენკო.
 
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შედგა შეხვედრა, რომლის მთავარი განხილვის თემა იყო  საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლა დაზღვევის კუთხით, კერძოდ შესწავლილ და შეფასებულ იქნა  საზედამხედველო კაპიტალისა და გადახდისუნარიანობის მარჟის სტანდარტების დაწესებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.
 
ამ მიმართულებით სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოები (საკანონმდებლო პროცესი, შესრულების ვადები, შესრულების წესი, შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან) მსოფლიო ბანკის მისიის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
 
ამასთან, დაინტერესებულ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, მოხდა „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მესამე პირისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შემუშავების  მიმდინარეობის  საკითხის განხილვა, რომელიც განხორციელების პირველ ეტაპზე საქართველოში არარეგისტრირებული სატანსპორტო საშუალებების დაზღვევას მოიცავს.
IMG_0264.JPGIMG_0279.JPGIMG_0258-(2).JPGIMG_0263-(1).JPG
 
 
Latest news