სიახლეები

მსოფლიო ბანკის დელეგაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში

18.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მსოფლიო ბანკის დელეგაცია სტუმრობდა. მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლები ზოგადად ფინანსური IT ტექნოლოგიების (FINTECH) კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ამ მიმართულებით შექმნილი სტარტაპების ხელშეწყობის შესაძლებლობები განიხილეს.

სტუმრებთან ერთად ასევე, იმსჯელეს FINTECH-ის მიმართ სადაზღვევო სექტორის მიდგომებსა და გამოყენების დონეზე.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის წამყვანი ეკონომისტი, გლობალური მაკრო-საფინანსო მონიტორინგის ხელმძღვანელი ერიკ ფაინი, მსოფლიო ბანკის გადახდის სისტემების განვითარების ჯგუფის, ფინანსური მოცვის ინფრასტრუქტურისა და წვდომის, ფინანსების კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების გლობალური პრაქტიკის წამყვანი სპეციალისტი ჰარიშ ნატრაჯანი და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური სექტორის სპეციალისტი ნატალია ცივაძე.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან დავით ონოფრიშვილთან ერთად, შეხვედრას დაესწრნენ ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ქეთევან გელეიშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამმართველოს უფროსი დავით რაზმაძე.

IMG_1679.JPG IMG_1667.JPG
IMG_1685.JPG IMG_1686.JPG
 
 
Latest news