სიახლეები

მიმდინარე წელს საქართველოში ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად კონკურსი გაიმართება

15.06.2020
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქტიურად ხელს უწყობს საქართველოში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენის პოპულარიზაციას. საჯაროდ განთავსებული ხარისხიანი ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგის საწინდარია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გამჭვირვალობა, ინვესტორთა და მომხმარებელთათვის სხვადასხვა სექტორის და ზოგადად ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდა.
2019 წელს, მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით პირველად საქართველოში გამოცხადდა კონკურსი ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.  დაწესდა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო.
აღნიშნული კონკურსი 2020 წელსაც ჩატარდება, ამჯერად უფრო ფართო მასშტაბით. კონკურში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ცნობილი საწარმოები, საფინანსო ინსტიტუტები (ბანკები, სადაზღვევო ორგანიზაციები და სხვა).
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მხარს უჭერს აღნიშნულ ღონისძიებას, ხოლო სამსახურის მხრიდან ჟიურის წევრად არჩეულ იქნა ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ედვარდ ვახტანგიშვილი.
 
დამატებითი ინფორმაცია ასევე იხილეთ შემდეგ ბმულზე და თანდართულ საინფორმაციო ბიულეტენში.

იხილეთ თანდართული საინფორმაციო ბიულეტენი

https://sites.google.com/view/award20ge/home

 
 
Latest news