სიახლეები

„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილება განხორციელდა

19.06.2020
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხედვაა აქტიურად შეუწყოს ხელი სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული, გამარტივებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარებასა და მათზე ხელმისაწვდომობას.
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს ინიციატივით განხორციელდა ცვლილება „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში“, შედეგად, ის სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც თავისი შინაარსით არ მოიცავს დაზღვეული რისკების ან გამონაკლისების ფართო ჩამონათვალს, ითვალისწინებს სადაზღვევო მომსახურების მარტივ და მოქნილ წესს, დაზღვევის პირობები მომხმარებლისათვის მარტივი აღსაქმელია, მომხმარებელს მიეწოდება საინფორმაციო ფურცლისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების წარდგენის გარეშე.
მსგავსი რეგულაცია ემსახურება ფინანსური განათლების დონის ზრდას და დადებითად აისახება მიკროდაზღვევის მიმართულების განვითარებაზე.
 
Latest news