სიახლეები

მემორანდუმის გაფორმება

21.06.2017
Logo-(2).JPG

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გაუწევს.
მხარეების თანამშრომლობის ძირითად საგანს წარმოადგენს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ ანგარიშგებების, შესაბამისი აუდიტორიული დასკვნების წარდგენის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ანგარიშგების წარდგენის პროცესს, უზრუნველყოფს რა „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებას.
 
 
Latest news