სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

13.04.2017
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ და საქართველოს კონკურნეციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ორ სახელმწიფო უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმება. ასევე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გამოვლენილ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარება და მაღალი რანგის შეხვედრების, ვიზიტების ორმხრივი ორგანიზება მოხდება. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საექსპერტო მოსაზრებები და კონსულტაციები შემუშავდება.

20170413-(1).jpg

 
 
Latest news