სიახლეები

ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ახალი დირექტორი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეწვია .

29.10.2019
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ახალი დირექტორი, ვიტორიო დი ბელო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეწვია. მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, უფროსი რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი და საინვესტიციო ოფიცერი თბილისის ოფისიდან, სოფო ლალიევა.
IFC, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საინვესტიციო, საკონსულტაციო და აქტივების მართვის მიმართულებით სხვადასხვა მომსახურებების შეთავაზებით, ხელს უწყობს კერძო სექტორის ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში.
შეხვედრაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, უკვე გატარებული სამუშაობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, ასევე, საუბარი შეეხო დაზღვევის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შეტანილ ცვლილებებსა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ აქტივობებს.
სტუმრებმა  ინტერესი გამოხატეს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ხელშეწყობის კუთხით თავიანთი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში.

74602874_510070836241243_7354799467658215424_n-640x480.jpg 
74211343_542686223210723_1707613687616897024_n-640x480.jpg
 
 
Latest news