სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს ფინანსური ინკლუზიურობის და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში 4.5. მლნ ევროს გამოყოფს

24.05.2019
ევროკავშირი საქართველოს ფინანსური ინკლუზიურობის და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, 4.5. მლნ ევროს გამოყოფს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს.

პროექტი დაიგეგმა მეორე თაობის ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად, რომლებიც საქართველოს უწყებების მიერ ხორციელდება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და პროდუქტიულობის და ფინანსური ინკულზიურობის ამღლების მიზნით.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. დავით ონოფრიშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, კერძოდ პროექტის მენეჯერსა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ანჟელა პრიგოჟინას და ევგენი გურენკოს, წამყვან სადაზღვევო სპეციალისტს, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს საქართველოში სადაზღვევო სფეროს განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის.  
 
სიტყვით გამოსვილსას სამსახურის ხელმძღვანელმა  2019-2022 წლების მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს შორის "ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის" შესახებ ისაუბრა,  რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მრავალ პრიორიტეტულ ამოცანას განსაზღვრავს. პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკურ მხარდაჭერას ახალი სადაზღვევო პროდუქტების განვითარებაში, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა; მშენებლებისა და არქიტექტორებისათვის სავალდებულო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა; სიცოცხლის, აგროდაზღვევის პროდუქტები; ისევე, როგორც შესაბამის სადაზღვევო კანონსა და რეგულაციებში ცვლილებების შეტანა ბაზრის ანალიზის შედეგების და პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე.

IMG_1245.JPG IMG_1290-(1).JPG

IMG_1290-(2).JPG IMG_1239.JPG
 
 
Latest news