სიახლეები

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

20.12.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, აგროდაზღვევის არსებული პროგრამის გადახედვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რჩევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას არსებული კანონმდებლობის გადახედვის/ახლის შემუშავების მიზნით, ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, ასევე ცოდნის გაზიარებას, ინდექსზე დაფუძნებული აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივის შესახებ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც მემორანდუმით განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ძირითადი მხარე, უზრუნველყოფს აგროდაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო გამოცდილებისა და დაზღვევის სფეროში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე, იზიარებენ სადაზღვევო სექტორის განვითარებაში მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას, აგროდაზღვევის სფეროს განვითარების სარგებლიანობას და პრიორიტეტულობას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


013-640x480-(2).jpg 009-640x480-(3).jpg
007-640x480-(2).jpg 002-640x480-(2).jpg 
 
Latest news