სიახლეები

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „Swiss Re”-ის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა

10.03.2020
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა საერთაშორისო გადამზღვეველი კომპანია „Swiss Re”-ის ქონებრივი რისკების დაზღვევის ანდერაიტინგის მიმართულებით ვიცე პრეზიდენტს მარსელ ანდრიეს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი, ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA)  დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და პროექტების მართვის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, „არდი დაზღვევის“ დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და “resolution insurance brokers საქართველოს“ წარმომადგენელი ია ცაგარელი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოწვევები და უცხოელი სტუმრის რეკომენდაციები.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტუმარს უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები გაუზიარეს, რაც მეტწილად შესაბამისობაში იყო საერთაშორისო გადამზღვეველი კომპანია „Swiss Re”-ის რეკომენდაციებთან. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკის დახმარებით, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე მუშაობის საკითხს.
 
90526392_2866441506768946_5469593095714635776_n-640x480.jpg 90773677_250320886133508_7102848117615099904_n-640x480.jpg 
91002791_847142002450379_5807625945535741952_n-640x480.jpg
 
Latest news