სიახლეები

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი „უნისონის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

27.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დავით ონოფრიშვილი დღეს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორს, ვასილ ახრახაძეს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„უნისონის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მაია კუბლაშვილი დაესწრო.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან პირისპირ შეხვედრებს მართავს.

IMG_1367.JPG IMG_1349.JPG 
 
Latest news