სიახლეები

დავით ონოფრიშვილმა ქართულ უნივერსიტეტში თემაზე "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები“ საჯარო ლექცია წაიკითხა

27.09.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებიდა. დავით ონოფრიშვილმა "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019"-ის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის მიწვევით საჯარო ლექცია წაიკითხა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ლექციის თემა "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები" იყო.


სტუმარს მიესალმნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური. 


ლექციას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 
 
Latest news