სიახლეები

დავით ონოფრიშვილმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

14.03.2019


დღეს თბილისში, ივენთ ჰოლში „რესპუბლიკა“ გაიმართა საერთაშორისო სადაზღვევო  კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე.
 
კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა სამსახურის ხელმძღვანელი. დავით ონოფრიშვილმა მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის პარამეტრები და მათი პოზიტიური გავლენა სადაზღვევო ბაზრის ზრდაზე, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ჭრილში; მაკროეკონომიკური პარამეტრების გავლენას ადგილობრივ და რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე; სამსახურის უფროსი საუბრისას ასევე, შეეხო ქართულ სადაზღვევო ბაზარს და მისი პოტენციური ზრდის შესაძლებლობებს.
 
კონფერენციაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტის როლს, მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, სამსახურის/სადაზღვევო ინდუსტრიის გამოწვევებს ევროინტეგრაციის კუთხით, სამომავლო გეგმებს, რომელიც მიმართულია სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდისკენ, მათი ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობის გაძლიერებისკენ, საზედამხედველო ფუნქციების სრულყოფისკენ.
 
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ოფიციალური პარტნიორები არიან ქართული სადაზღვევო კომპანიები. 
 
კონფერენციას დაესწრნენ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ინვესტორები და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური/სადაზღვევო სექტორიდან. ასვე დაზღვევის სფეროს საერთაშორისო სარეიტინგო FITCH-ის და  A.M.BEST-ის წარმომადგენლები.
 
Latest news