სიახლეები

დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანიებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

23.03.2020
დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანიებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი.
მხარეებმა COVID 19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც კომპანიების მხრიდან უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მზღვეველისა და დაზღვეულს შორის ურთიერთობის მაქსიმალურ ადაპტირებას არსებულ მდგომარეობასთან.
ონლაინ შეხვედრა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, სადაც მხარეებმა დღეისთვის არსებული ყველა პრობლემატური საკითხი მოიცვეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელს.
თავის მხრივ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი  სადაზღვევო ინდუსტრიის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა, რამდენადაც  ძალზედ მნიშვნელოვანია სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა.
მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სიტუაციის დასტაბილურებამდე, მსგავსი სახის ონლაინ დისკუსიები, სადაზღვევო ინდუსტრიაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის სისტემატიურად გაიმართება.



 
 
 
Latest news