სიახლეები

დავით ონოფრიშვილმა აშშ-ის ხაზინის დელეგაციას უმასპინძლა

19.11.2019
საქართველოში აშშ-ის ხაზინის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - ბარი გრეი, ჩარლზ ანდერსონი და მაიკ ფოქსი დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან.
აღსანიშნავია, რომ ჩარლზ ანდერსონი დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით იმუშავებს, როგორც ექსპერტი კაპიტალის ბაზრის განვითარების ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში.
დავით ონოფრიშვილმა დღეს აშშ-ის ხაზინის დელეგაციის წევრებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობა გააცნო, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ აქტივობებზე.

IMG_2217-640x480.JPGIMG_2219-640x480.JPG
 
Latest news