სიახლეები

დავით ონოფრიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის ზედამხედველთა შეხვედრას დაესწრო

29.05.2019
29 მაისს ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის ზედამხედველთა ინიციატივის (CESEE ISI) რიგით 17-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები.
 
ღონისძიება იმართება ყოველწლიურად და მისი ძირითადი მიზანია, შეაჯამოს წლის მიღწევები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ევროსტანდარტების ადგილობრივ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესის სწორად წარმართვის და მასთან დაახლოების მიმართულებით.
 
ღონისძიებაზე განიხილეს ბოლო პერიოდის სადაზღვევო ბაზრის წინაშე მდგარი გამოწვევები, სარჩელების წარმართვის პროცესი ავტომობილის მფლობელების მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, დაზღვევაში ფულის გათეთრებისა და მასთან ბრძოლის მეთოდების მიმართულებით არსებული მიდგომები, გადახდისუნარიანობა II-ის რეჟიმზე გადასვლის ძირითადი მიდგომები და არსებული პრაქტიკა.

62206994.jpg
 
Latest news