სიახლეები

დავით ონოფრიშვილი ფრანკფურტში დასავლეთ ბალკანური პირველ ფორუმს დაესწრო

06.09.2019
ფრანკფურტში ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახურის (EIOPA) ორგანიზატორობით, დასავლეთ ბალკანური ზედამხედველობის პირველი ფორუმი გაიმართა. საქართველო ამ ეტაპზე არ არის EIOPA-ს წევრი. თუმცა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

კონფერენციას უძღვებოდა EIOPA-ს ხელმძღვანელი გაბრიელ ბერბარდინო, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: უფროსი მრჩეველი მანუელა ზვიმულერი და EIOPA-ს ზედამხედველობისა და ზედამხედველობითი კონვერგენციის განყოფილების უფროსი პატრიკ ჰოჯესი.

EIOPA-ს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა ერთობლივი ზედამხედველობის კულტურის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც განხორციელდა დაზღვევაში ძირითადი სარეგულაციო რეფორმები. ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა უახლოეს პერიოდში  გახდება ევროკავშირის წევრი,ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს მათი დაზღვევის  სფეროს  რეგულაციების ინტეგრირებას, ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლობასა და ურთიერთობას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის უწყებებთან გამოცდილების გაზიარების გზით.

ფორუმზე მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები, რეგიონის ზედამხედველობასთან დაკავშირებით არსებული ახალი რისკები და გამოწვევები. ფორუმზე ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილი გლობალური დაზღვევის მეექვსე კონფერენციას დაესწრო, რომელიც გოეთეს უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს დაზღვევასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები, დაზღვევის ბიზნეს მოდელები, მისი სისტემური რისკები და დაცვის ხარვეზები.

კონფერენცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის, EIOPA-ს, სადაზღვევო რეგულაციების საერთაშორისო ცენტრის (ICIR) და კვლევის ცენტრის (SAFE) ორგანიზებით გაიმართა.

1.jpg 2.jpg
 
Latest news