სიახლეები

დავით ონოფრიშვილი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდა

19.03.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებისგან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დავით ონოფრიშვილთან ერთად, აგროდაზღვევის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავის მხრივ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა სააგენტოს, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მხარდაჭერა აღუთქვა.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

დღევანდელ შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები – ირაკლი თუთარაშვილი და ეკატერინე წერეთელი.

სააგენტოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა – არჩილ ბუკიამ და გიორგი ჯიბლაძემ, სააგენტოს მხარდაჭერისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსმა მარინე ეგუტიამ და აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ნატალია ხარატიშვილმა.

IMG_1056.JPG IMG_1072.JPG

IMG_1080.JPG IMG_1095.JPG
 
Latest news