სიახლეები

დავით ონოფრიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

13.12.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
სააგენტოს წარმოადგენდნენ ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი. შეხვედრაზე იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი გიორგი გიგოლაშვილი.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიავაძე, ამავე დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ეთერ პაპიაშვილი.
 
შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში, გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, დადებითად შეფასდა ორი უწყების თანამშრომლობა და პრობლემის გადაჭრის ეფექტურობა.
 
უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, გააღრმავონ ურთიერთობები და დაიდოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, უწყებები უფრო სისტემურად და კოორდინერიბულად გააგრძელებენ მომავალში თანამშრომლობას.

79233849_1213772248811405_1100678012044574720_n.jpg 80014360_1388839547944920_1742392554663444480_n.jpg
 
Latest news