სიახლეები

დავით ონოფრიშვილი საერთშორისო გადამზღვეველი კომპანია “Swiss Re”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

05.06.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი საერთშორისო გადამზღვეველი კომპანია “Swiss Re”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საერთაშორისო გადამზღვეველი კომპანია “Swiss Re”-ს რუსეთისა და დსთ-ს რეგიონის ხელმძღვანელი ვოლფგან შვერსი და უფროსი ანდერაიტერი ედუარდ გერმანი და საბროკერო კომპანია MAI GEORGIA-ს დირექტორი, ლევან ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.
დავით ონოფრიშვილთან ერთად, შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი დაესწრო.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს სადაზღვევო ბაზარზე არსებული ვითარება გააცნო. ასევე იმსჯელეს ინდუსტრიის გამოწვევებზე და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

თავის მხრივ, სტუმრებმა ქართულ მხარეს ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.

IMG_1396.JPG 
 
Latest news