სიახლეები

დავით ონოფრიშვილი პრაღაში “ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველობის ინიციატივის“ კონფერენციას დაესწრო

11.10.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპულბიკაში იმყოფებოდა. დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო “ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველობის ინიციატივის“ (Meeting of CESEE ISI in 2019) კონფერენციაში, რომელიც პრაღაში, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ზედამხედველობასა და რეგულირებაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებთან დაკავშირებული აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების განხილვას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები აძლიერებს სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს სხვადასხვა იურისდიქციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენციაზე განხილვის ძირითადი თმები იყო: ფინანსური განათლებისა და ცოდნის ამაღლების საკითხები მოსახლეობაში, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სასწავლებლებში; კაპიტალის მოთხოვნების შეფასება; ანალიტიკური საშუალებები; ტრანსსასაზღვრო საქმიანობის ზედამხედველობა; ასევე, კონტროლის ახალი მეთოდები, როგორიც არის გაერთიანებული ზედამხედველობა და თანამშრომლობა საზედამხედველო პლატფორმების ფარგლებში.

 d25c3105-674f-4304-8959-af682fef0a54-640x480-(2).JPG 471e1c89-c65c-46f4-bf1f-aa90aed80329-640x480-(1).JPG

 

 
 
Latest news