სიახლეები

დავით ონოფრიშვილი ბადენ-ბადენში გამართულ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო.

25.10.2019
გასულ კვირას საქართველოს სადაზღვევო კომპანიები ბადენ-ბადენის ყოველწლიური გადაზღვევის საერთაშორისო  კონგრესზე ყურადღების ცენტრში მოექცნენ, როდესაც პირველად კონგრესის არსებობის მრვალწლიან ისტორიაში ორგანიზებულ იქნა სპეციალიზირებული ქართული ღონისძიება, რომელსაც 250-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. 
ქართული საღამოს ღონისძიების ორგანიზატორი იყო XPRIMM - მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე. 
ბადენ-ბადენში იმყოფებოდნენ საქართველოს დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, რომელმაც ქართული დაზღვევის საღამოზე დამსწრე სტუმრებს გააცნო საქართველოს სადაზღვეო ბაზრის არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. 
წარმატებული ქართული საღამოს შემდგომ დღეებში საქართველოს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს და ბროკერებს მიეცათ შესაძლებლობა გაემართათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი გადაზღვევისა და დაზღვევის კომპანიების წარმომადგენელებთან, გაეღრმავებინთ უკვე არსებული ბიზნეს ურთიერთობები და დაესახათ ახალი ბიზნეს გეგმები.

75580224_505133276707047_5330422493033267200_n-640x480-(1).jpg

73306684_1205542232963186_8817101047282532352_n-640x480-(3).jpg

 
 
Latest news