სიახლეები

დავით ონოფრიშვილი არგენტინაში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ სემინარს დაესწრო

14.06.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არგენტინაში, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Insurance Supervisors (IAIS)) ყოველწლიურ, რიგით მე-12 გლობალურ სემინარს დაესწრო.
დავით ონოფრიშვილი 10-14 ივნისს, ოფიციალურად მიიწვიეს აღნიშნული ასოციაციის მიერ გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ბუენოს აირესში გაიმართა.  
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო 2020-2024 წლების ახალი სტრატეგიის დაგეგმვა დაზღვევის მიმართულებით.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, სადაც ყოველწლიურად იხდის საწევროს. ორგანიზაციის წევრობა ნებაყოფლობითია და მასში შემავალი სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების რაოდენობა ამჟამად 140 ქვეყანას შეადგენს.
ასოციაცია წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის საერთაშორისო ორგანოს. მათ მიერ შემუშავებულ დაზღვევის ძირითად პრინციპებთან (ICPs), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემა/კანონმდებლობა. აღნიშნული ასევე გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით.

argentina-1.jpg argentina-2.jpg
 
Latest news