სიახლეები

დავით ონოფრიშვილი აბუ-დაბიში, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

15.11.2019
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრი, მონაწილეობს 2019 წლის რიგით 26-ე წლიურ კონფერენციაში სახელწოდებით - „ზედამხედველობა ციფრულ ხანაში“. აბუ-დაბიში,
კონფერენცია დაზღვევის მიმართულებით მსოფლიოს უდიდესი ფორუმია. მას ესწრება ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები და წამყვანი ორგანიზაციები. კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე გამოწვევების გაცნობისა და მასთან გამკლავების ძირითადი მიდგომების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
ღონისძიებაზე განხილვის ძირითადი საგანი იყო, ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენა სადაზღვევო სისტემაზე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაბამისი საზედამხედველო მიდგომები ციფრულ გამოწვევებთან მიმართებაში. აბუ-დაბიში გამართული კონფერენციის ფარგლებში, მოხდა ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სადაზღვევო ბაზრის, საზედამხედველო რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა და აზრთა გაზიარება. საქართველოს მონაწილეობა ფორუმში  მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინტეგრაციის და ახლებული მიდგომების დანერგვის მიმართულებით.

96aa2731-1674-4a7b-b6d8-b588f5ce7d5c-640x480.JPG bf837fa5-96cc-4663-83da-9fe83630a046-640x480.JPG fe4f5c61-06cd-4c5b-9385-68b191b6b3b5-(1)-640x480-(1).JPG
 
Latest news