სიახლეები

ახალი პროექტის „გადახდისუნარიანობა 2“-ის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

06.08.2019
„ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, დაზღვევის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საქართველოს ოფისში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი და სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია ქვაჩახია. შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან ასევე, დაესწრო საქართველოში ევროკავშირის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.

საუბარია 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2009/138/EC -ის სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ (გადახდისუნარიანობა 2), რომელიც უნდა შესრულდეს წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ზედამხედველობის სამსახურს სწორად იმპლემენტაციისთვის დაუმტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი (TWINNING - Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia– Solvency 2).

პროექტის განმახორციელებელ მხარედ შეირჩა ესპანეთი (ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაზღვევისა და საპენსიო ფონდების ადმინისტრაციული ორგანო). ექსპერტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ესპანურმა მხარემ სამსახურის წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია პროექტის განხორციელების შესახებ.
 
პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღია 1 ნოემბერი, ხოლო განხორციელების ვადად განისაზღვრა 2 წელი. პროექტის ფარგლებში, სამსახურს ესპანეთის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ეყოლება ექსპერტი, ხოლო სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ვადებით ესტუმრებიან ექსპერტთა გუნდის დანარჩენი წევრები.

IMG_1891.JPG

 
 
Latest news